სიახლეები
16 მარტს, საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებათა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლაში ჩატარდა ქ-ნი სანდრა რულოვსის საჯარო ლექცია თემაზე- გლობალური ჯანმრთელობის პოლიტიკა.
ლექციის მსვლელობისას ქალბატონმა სანდრა რულოვსმა ისაუბრა გლობალური ჯანდაცვის პოლიტიკასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ჯანდაცვის სისტემის ძირითადი კომპონენტები, ჯანდაცვით ინტერვენციების პრინციპები, საჭიროებების შეფასება და სხვა.
ლექცია ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა.